„საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ''

25 ივლისი 2023, 12:00 713 ნახვა

ტრანსნაციონალური უკანონო ვაჭრობის ტენდენციები, ციფრული მეკობრეობა, რეგიონული გამოწვევები და საფრთხეების პრევენცია - ამ საკითხებს ბათუმის კონფერენციაზე განიხილავენ.

საქპატენტისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ღონისძიება მეორე დღეა მიმდინარეობს.

პანელური დისკუსიების ფორმატში კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, მათ შორის ციფრულ გარემოში საავტორო უფლებების დაცვის საკითხებზე, სასურსათო პროდუქტების კონტრაფაქციის საფრთხეებზე. 

სწორედ ამ მიზნით დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების დაკავშირებულ დავებზე სასამართლო პრაქტიკის განხილვა.

29-30 ივლისს დასკვნით შეხვედრას ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მოსამართლეები დაესწრებიან.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი