გიორგი მამარადაშვილი ვალენსიაში ჩავიდა

24 ივლისი 2023, 19:53 744 ნახვა

გიორგი მამარდაშვილის შვებულება დასრულდა და ვალენსიაში ჩავიდა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ გუნდს შეუერთდება. ქართველმა მეკარემ ესპანურ მედიასთან თავის მომავალზე მცირე კომენტარიც გააკეთა როდესაც ჰკითხეს, დარჩება თუ არა, ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის პასუხი ასეთი იყო: "ჯერ კიდევ არ ვიცი, ვფიქრობ, რომ კი". გიორგის დიდი ხანი ბაიერნს უკავშირებდნენ, მაგრამ Sky Germany-ს ბოლო ცნობებით, ტრანსფერი არ შედგება, რადგან ბაიერნი არ აპირებს მეკარის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც ვალენსია ითხოვდა. გარდა ამისა, გიორგის მედია ჩელსის და ინტერსაც უკავშირებდა, თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ ყოფილა. ჯერჯერობით, ფაქტი ისაა, რომ მამარდაშვილს ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. მან 2021 წლიდან დღემდე ესპანურ გუნდში 63 თამაში ჩაატარა. ლა ლიგის პირველ ტურში 11 აგვისტოს, სევილიას სტუმრად დაუპირისპირდება, მანამდე კი ტესტ-მატჩებს ალავესთან და ასტონ ვილასთანაც ჩაატარებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში