ტყის ხანძარმა ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა

21 ივლისი 2023, 10:20 762 ნახვა

საბერძნეთში ტყის ხანძარს მეხუთე დღეა ებრძვიან. ხანძარმა ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა. მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს. მათივე ინფორმაციით, ტემპერატურა მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 45 გრადუსამდე მოიმატებს.

უცხოური მედიის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ რეგიონის ოთხი დასახლების, მათ შორის აგიოს სოტირასის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით ყველა არქეოლოგიური ადგილი, მათ შორის აკროპოლისი, დაიხურება ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან 17:30 საათამდე.

ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სახანძრო თვითმფრინავები და ჯგუფები გაგზავნეს. ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები მობილიზებული არიან რუმინეთიდან, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან. ასევე ცეცხლის ჩაქრობის პროცესს შეუერთდა იტალიიდან და საფრანგეთიდან გაგზავნილი რამდენიმე თვითმფრინავი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი