მეწყერი საავტომობილო გზაზე

23 თებერვალი 2017, 00:00 3646 ნახვა

შუახევში, სოფელ ჭვანის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. რის გამოც შეზღუდა ავტომანქანების გადაადგილება. ადგილობრივების თქმით, მეწყერი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და აჭარის საგზაო დეპარტამენტი. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით გზის აღდგენა დღის ბოლომდე მოხდება.

ამავე კატეგორიაში