4-6 აგვისტოს ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მსოფლიო მასტერსის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა კვოტირებულია - ასპარეზზე გასვლა მხოლოდ რეიტინგის ცალკეულ წონებში მოწინავე 36 ათლეტს შორის მყოფთ შეუძლიათ. ამ სიაში 18 ქართველია: 16 - ვაჟი და 2 - ქალი. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასტერსი "ძიუდოს მსოფლიოს ტურის" სერიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.
გარდა იმისა, რომ საპრემიო ფონდითაც ერთ-ერთი გამორჩეულია, სარეიტინგო ქულებსაც ბლომად იძლევა - გამარჯვებულს 1800 ქულა ერიცხება და ამ კუთხით მხოლოდ ორს ჩამორჩება - ოლიმპიადას და მსოფლიოს ჩემპიონატს.