საპოლიციო კონტროლი

23 თებერვალი 2017, 00:00 3672 ნახვა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მორიგი საპოლიციო კონტროლის დროს, სისხლის სამართლის 80 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1 182 ფაქტი გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 21 ფაქტი, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 15, ქურდობის 11 ძალადობის 5 ფაქტი და ცივი იარაღის ტარების 2 შემთხვევა. სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს. საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი