ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა

13 ივლისი 2023, 10:54 548 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ნატოს სამიტის შემდეგ ლიეტუვიდან ფინეთში  გაემგზავრა. ჰელსინკიში ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს  სკანდინავიის ლიდერთა სამიტში, რომელსაც ფინეთის პრეზიდენტი უმასპინძლებს.

ჰელსინკი ბაიდენის ბოლო გაჩერებაა ევროპული ტურნეს ფარგლებში, რომელიც მოიცავდა დიდ ბრიტანეთსა და ლიეტუვას.

ვილნიუსში ნატოს  სამიტის დასრულების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახლა უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე და მისი მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შესუსტდება, რუსეთის ფედერაციის გათვლების მიუხედავად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი