უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

05 ივლისი 2023, 11:04 447 ნახვა

დღეს ბათუმში უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართება. საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე კი საზეიმო ღონისძიება ჩატარდება. ბულვარის კოლონადებთან სცენა უკვე მოწყობილია.

კონცერტი 3 საათზე დაიწყება და მასში სხვადასხვა მუსიკალური ბენდი და ანსამბლი მონაწილეობს. კონცერტის პარალელურად გათამაშდება ნახევარფინალური მატჩის ბილეთები.

ღონისძიება 5 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ბულვარიდან სტადიონამდე საზეიმო მსვლელობის მოწყობა იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში