დღეს ხელვაჩაურის სპორტსკოლაში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნანი კირკიტაძის სახელობის ტურნირი ძიუდოში 2007-2009 წლებში დაბადებული გოგონათა შორის.
შეჯიბრება 13 წონით კატეგორიაში ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 130 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორისაა ოთხი ძიუდოისტი გოგონა, რომლებიც ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული გალის რაიონიდან ჩამოვიდნენ.
აჭარის ნაკრები ტურნირზე 40 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, შეჯიბრება ხვალ დასრულდება.