სავსეა სოცმედიაში კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები – ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან და ნახავთ ძალიან დიდ, მარტივ განსხვავებას. მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად, რეაბილიტაცია უტარდება, განახლება ხდება, მშენებლობა. ამაზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ საუბრობენ უკვე, აღიარებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ახლა რაც შეეხება, კიდევ ერთი შეკითხვა იყო და არ ვიცი, ამ ბატონს რატომ უნდა ვუპასუხო, არ არის ბატონი ხაჯიშვილი და არ ვუპასუხებ, ერთს ვიტყვი მოსახლეობისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ აქ შედარება გააკეთა, რომ, აი, აჭარა არ უყვარს ბატონ ივანიშვილსო და არ ვიცი, რაღაცა სისულელე თქვა მორიგი, თითქოს სააკაშვილს უყვარდა და ჩვენ ამიტომ არ ვაქცევთ ყურადღებას, შეადარეთ – სავსეა სოცმედიაში კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები – ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან და ნახავთ ძალიან დიდ, მარტივ განსხვავებას. მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად, რეაბილიტაცია უტარდება, განახლება ხდება, მშენებლობა. ამაზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ საუბრობენ უკვე, აღიარებენ.
შესაბამისად, მინდა, შეგახსენოთ, ვინაიდან თქვენ ახსენეთ ბატონი ივანიშვილი, შეგახსენებთ მის ქველმოქმედებას. აქ კითხვაში და პასუხში მე გავაერთიანე რამდენიმე კითხვა, რომელშიც აქ საუბარი იყო, ბატონმა ივანიშვილმა სამი მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, მთელი არეალი გარდაქმნა, მოგეხსენებათ შეკვეთილის არეალი და არა მხოლოდ, ბათუმშიც მახსოვს, როცა „ქართუ ფონდს“ ვხელმძღვანელობდი, ასეულობით მილიონ ლარს ვხარჯავდით, ვეხმარებოდით ბათუმს ბულვარების მოწყობაში და ატრაქციონების მოწყობაში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, ძალიან დიდი ნაწილი ამ ინვესტიციებისა განხორციელებული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებით, ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეზე არ უნდათ ამათ საუბარი, მხოლოდ ტყუილები და მხოლოდ უსაფუძვლო ცილისწამება. აქ რამდენჯერმე დაისვა ხულო-ზარზმის გზასთან დაკავშირებით კითხვები, ვიცი, რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ძალიან მალე დასრულდება აღნიშნული გზა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.