პრემიერის მოხსენება პარლამენტში — ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს ჩააბარებს დეპუტატებს. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.
ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები რუსეთთან ურთიერთობის, ქვეყანაში შექმნილი სოციალური ვითარების და მოსახლეობის მიგრაციის შესახებ გეგმავენ კითხვების დასმას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრემიერი საერთაშორისო მიღწევებზე, გაუმჯობესებულ სოციალურ პაკეტზე და უმუშევრობის დონის შემცირებაზე გააკეთებს მთავარ აქცენტს.