წყალდიდობის გამო სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

27 ივნისი 2023, 13:24 638 ნახვა

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მოწყობილი იყო დროებითი გზა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებითი გზა. საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.

ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში