ევროპულ თამაშებზე საქართველო მედლების სინჯის მიხედვით 24-ე ადგილზე იმყოფება

27 ივნისი 2023, 11:03 638 ნახვა

პოლონურ კრაკოვსა და მალოპოლსკაში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას 5 მედალი მოუგროვდა.

ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს.

გუშინ ქართული დელეგაციის ყულაბას ბრინჯაოს მედალი ელენე ლოლაძემ შემატა , რომელიც ტაილანდურ კრივში გამოდიოდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენმა ქალთა კომბატის 54 კგ-მდე წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში პორტუგალიელ ფილიპა ლოპეს როსა დე ოლივეს 30:27 სძლია და მედალი მაშინვე გაინაღდა, ნახევარფინალში კი პოლონელ მარტინა კიერჩინსკასთან 28:29 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლები ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ და ტაიკვანდოისტმა ზურაბ კინწურაშვილომა მოიპოვეს, ვერცხლი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძის ანგარიშზეა, ხოლო ბრინჯაო ტაილანდურ კრივში ელენე ლოლაძემ და კარატეში გოგიტა არქანიამ აიღეს.

2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით ქართული დელეგაცია 49 ევროპულ დელეგაციას შორის მედლების სინჯის მიხედვით 24-ე ადგილზე იმყოფება. საუკეთესო სამეული კი ასე გამოიყურება: 

  1.  იტალია 18 ოქრო, 17 ვერცხლი, 23 ბრინჯაო;
  2.  ესპანეთი 18 ოქრო, 11 ვერცხლი, 11 ბრინჯაო;
  3.  უკრაინა 12 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო;
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში