აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

26 ივნისი 2023, 18:47 583 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, 27 ივნისს თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ ,სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება. ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სანქციების დესპანი,  დევიდ ო’სალივანი და  კუმარ აიერი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა  და  ძალისხმევის გაძლიერებას  სანქციებზე თავის  არიდების პრევენციის  მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ.“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში