ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაიმართა საზეიმო ცერემონია. საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩის გავლით ნავმისადგომისკენ ორკესტრის თანხლებით მსვლელობა მოაწყვეს.
ღონისძიების ფარგლებში საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მამა ილია კარტოზიას ჯილდო საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს გადასცეს.
საზღვაო აკადემიის 500-მდე კურსანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო.