4 თვე საქართველოსთვის ისტორიულ დღემდე - მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ეს დეკემბერში გაირკვევა. მანამდე ის 12 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს, რომელმაც ქვეყანა პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე უნდა მიიყვანოს.
ევროკომისიამ ზეპირ მოხსენებაში უკვე გვითხრა, რომ სამი უკვე შესრულებულია, 7-დან დაკავშირებით კი მუშაობა მიმდინარეობს.
მოლოდინი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მეტნაკლებად პოზიტიურია. ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედი აქვს, ხელისუფლება კი ისევ ამბობს, რომ ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს.