რა უფლებამოსილებები მიენიჭება რეგულირების სააგენტოს?

22 ივნისი 2023, 14:59 519 ნახვა

მაკონტროლებელი ორგანოს რეგულირების საგენტოს ფუნქციების გაზრდა - ამ საკითხზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა პრესკონფერენცია გამართა.

ეკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ჯანდაცვის კანონში ცვლილების ძირითადი მიზანი,  სახელმწიფო პროგრამების  რევიზია-კონტროლი, სალიცენზიო პირობების შესრულება და სანცქიების დაუყოვნებლივი აღსრულებაა. 

კერძოდ, მას მიენიჭება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე შესვლის, მასალის, ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის დათვალიერება, დალუქვა. მისივე განმარტებით, ცვლილებები შეეხება საჯარიმო სანქციის ოდენობებსაც.

როგორც ეკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ცვლილებების შეტანის აუცილებლობა მოქალაქეთა საჩივრების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი