ვითარება უკრაინაში

21 ივნისი 2023, 19:55 453 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს,რომ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბრძოლის ველზე პროგრესი „სასურველზე ნელია“, თუმცა მისი თქმით, კონტრშეტევა „ჰოლივუდური ფილმი“ არაა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის განმარტებით, წარმატება ადვილი არაა, რადგან უკრაინის ტერიტორიის 200 ათასი კვადრატული კილომეტრი რუსული ძალების მიერაა დანაღმული. ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში საზეიმო ღონისძიების დროს გააკეთა. რუსეთის ლიდერი უკრაინის კონტრშეტევის შესუსტების მიზეზს სხვა რამეში ხედავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში