მაღაროში დასაქმებულებმა დღეიდან აქციის პარალელურად, პარლამენტთან შიმშილობის დაწყება დააანონსეს

21 ივნისი 2023, 10:15 448 ნახვა

მაღაროში დასაქმებულებმა დღეიდან აქციის პარალელურად, პარლამენტთან შიმშილობის დაწყება დააანონსეს. შეკრებილების განმარტებით, პროტესტი მათი პირობების სრულად დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-15 დღეა, გრძელდება. ისინი ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების პროტესტს ეხმიანება. კომპანია მოუწოდებს თანამშრომლებს, პროტესტის რადიკალური ზომები შეწყვიტონ. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ დასაქმებულებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, რათა გამოსავლის გზებზე იმსჯელონ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი