ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ვახტანგ ქორიძეს ბათუმის სტადიონის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ვახტანგ ქორიძემ საფეხბურთო კარიერა ბათუმის „დინამოში“ დაიწყო, თამაშობდა თბილისის „დინამოში“ და ლანჩხუთის „გურიაში“.
იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და ფინალისტი. მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მან ჩაატარა 146 შეხვედრა და გაიტანა 22 გოლი. ვახტანგ ქორიძე მეორე ფეხბურთელია რევაზ ჩელებაძის შემდეგ, ვისაც სტადიონის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
აქვე გეტყვით, რომ ვახტანგ ქორიძე, რევაზ ჩელებაძე და ასლან ბალაძე საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.