შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამა

16 ივნისი 2023, 12:00 1105 ნახვა

შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა განცხადება და  დოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ნებისმიერი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.

პროგრამაში ჩართვის მიზნით განცხადება უნდა შეიტანოთ მერიაში ან მერიის სერვისცენტრებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს ცხელი ხაზის საშუალებით: 0 800 000 810 – 1.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში