კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მონაწილეებისთვის გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებელთა დაცვის მექანიზმი, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება.