საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა წინასწარი შემადგენლობა დაასახელა ულან-ბატორის გრანდ სლემისთვის, რომელსაც მონღოლეთის დედაქალაქი 23-25 ივნისს უმასპინძლებს.
ამ დროისთვის, ტურნირზე 45 ქვეყნის წარმომადგენელი 335 ძიუდოისტია რეგისტრირებული, რომელთა შორის მხოლოდ 3 ქართველია და ყველა - მძიმე წონებიდან.
მონღოლეთში საქართველოს ღირსებას ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე ორივე - 100 კილოგრამი წონით კატეგორია და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი დაიცავენ.