ამ წუთებში საქართველოს პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. ბრიუსელში მხარეები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმსჯელებენ.
ევროპული საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო იზრდება. ჩანიშნულია აუდიენცია ბელგიის პრემიერთანაც.
შეხვედრებთან ერთად დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაც.