საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

14 ივნისი 2023, 10:45 727 ნახვა

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოს საავტომობილო გზის 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით გზასთან ერთად მოეწყობა ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონის, ზღუდარების და სანიაღვრე არხების მოწყობა.

აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაა, რომელიც უკავშირდება გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  1 999 994 ლარია. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ივლისში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი