გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების შედეგად ბოლო ცნობებით სამი საცხოვრებელი ბინა და ორი კომერციული ფართი დაზიანდა, დაზარალებულები ზარალის ანაზღაურების მოლოდინში არიან.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის, თუმცა ვინ აანაზღაურებს ზიანს ჯერჯერობით უცნობია.
ამ დრომდე მიმდინარეობს მოკვლევა რამ გამოიწვია მილის დაზიანება რასაც დატბორვაც მოჰყვა. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა.
მილი გუშინ დაზიანდა, რის გამოც ღამის 12 საათამდე გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილს წყალი არ მიეწოდებოდა.