გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა

09 ივნისი 2023, 20:05 1141 ნახვა

დატბორილი ქუჩა, დაზიანებული ავტომობილები, ჩამსხვრეული მინები და დაზარალებული მოქალაქეეები- ასეთი სურათია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სადაც ცენტრალური წყლის მილი გასკდა და ასფალტი ჩავარდა. წყლის ძლიერმა  ჭავლმა დააზიანა რამდენიმე კომერციული ობიექტი, ჩამსხვრეულია შუშები, რამდენიმე ბინაში კი დაზიანებულია შიდა ინტერერიც. მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია წყლის მილის დაზიანება. არსებული ინფორმაციით ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაოებს აწარმოებდა ენერგოი პროს კონტრაქტორი კომპანია რომელსაც მიმდებარედ სადენები გაყავდათ, თუმცა როგორც ბათუმის მერიაში და ენერგო პრო ჯორჯიაში გვეუბნებიან ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის გამოიწვია თუ არა მილის დაზიანება ამ სამუშაოებმა, ენერგო პროში ამბობენ რომ ეს რამდენიმე საათში გაირკვევა  და  თუ კავშირი დადასტურდა ზარალს ქვეკონტრაქტორი კომპანია აანაზღაურებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი