ზელენსკი დატბორილ ხერსონის ოლქში ჩავიდა

08 ივნისი 2023, 14:44 636 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა. სამუშაო ვიზიტისას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საკოორდინაციო თათბირი გაიმართა, რომელზეც კატასტროფის შედეგად ოლქში შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა, დატბორვის პოტენციური ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია, დატბორილი ტერიტორიების სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზების საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ზარალის დაანგარიშება და კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადასახდელად თანხების გამოყოფა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე  საოკუპაციო ადმინისტრაცია 5 ადამიანის დაღუპვის  შესახებ აცხადებს. დატბორილია 14 ათასი სახლი და ევაკუირებულია 4 ათას 300-მდე ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი