19 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდიდან“ კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ბელინგემი „სამეფო კლუბში“ 103 მილიონის სანაცვლოდ, 2029 წლამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ჯუდი „დორტმუნდში“ 2020 წლის ივლისში “ბირმინგემიდან” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბორუსიაში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში კი 132 მატჩი მიიღო მონაწილეობა და თავი, 24 გოლითა და 25 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.