სმენადაქვეითებულ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმე 

07 ივნისი 2023, 11:15 682 ნახვა

სავარაუდო ძალადობა ბავშვებზე - გვიან ღამემდე მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსის ხელმძღვანელის და ასევე უფლებადამცველ რამინ მაჭარაშვილის გამოკითხვა.

დეა ერემაშვილი ამბობს, რომ  საგამოძიებო უწყება საქმის დეტალებით დაინტერესდა.  ასევე აცხადებს, რომ ის მოწმის სტატუსით დაიკითხა და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ამ პროცესში სხვადასხვა უწყებაა ჩართული.

უწყებას მტკიცებულებების სახით მის ხელთ არსებული ვიდეომასალები მიაწოდა. არის თუ არა იდენტიფიცირებული სავარაუდო მოძალადეები, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია სმენადაქვეითებულ რამდენიმე მოზარდზე, რომლებზეც სავარაუდოდ სექსუალური ძალადობა განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი