კაშხალზე თავდასხმა აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას, ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი - პრეზიდენტი

06 ივნისი 2023, 11:51 540 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

პრეზიდენტის თქმით, ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.

"კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი