სახალხო მომღერლის გურამ თამაზაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მისი სახელობის მუსიკალური სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას ქობულეთის მერიის აჭარის განათლების სამინისტროს, სახელოვნებო სკოლის წარმომადგენლები და მომღერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ასევე დღეს მომღერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამო გაიმართება, სადაც მისი კოლეგები და მომღერლები გურამ თამაზაშვილის შემოქმედებას გაიხსენებენ და იმღერებენ მის ყველაზე ნაცნობ ქართულ სიმღერებს.