ფერდსამაგრი კედლის აშენების მოთხოვნა

05 ივნისი 2023, 14:19 1283 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაქიძეებში დიასამიძეების შვიდწევრიანი ოჯახი საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის აშენებას ითხოვს. 

როგორც ამბობენ, მათ არა ერთი დასკვნა აქვთ გეოლოგიური სამსახურისგან,  მერიისგან კი დაპირებები, მაგრამ ჯერ-ჯერობით სამუშაოები არ დაწყებულა. დიასამიძეების ოჯახში დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე მათ საკითხის დაყენებას დაპირდნენ.

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე ამბობს, რომ უყურადღებოდ  მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები არც ერთი  მოქალაქე არ დარჩება. მისი თქმით, სამუშაოები დაზიანების ხარისხის მიხედვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ხელვაჩაურის მერიაში 4 ათასზე მეტი ანალოგიური განცხადებაა შესული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი