კანის კიბოს უფასო სკრინინგი

02 ივნისი 2023, 14:30 1007 ნახვა

ბათუმის  უნივერსიტეტში კანის კიბოს უფასო  სკრინინგი მიმდინარეობს. მოქალაქეებს  შესაძლებლობა აქვთ  დერმატოლოგებისგან მოისმინონ რეკომენდაციები, როგორც  პრობლემის გამოსავლენად, ასევე  წინასწარი პრევენციისთვის. კვლევა, რომელიც  ხვალ ხულოშიც გაიმართება კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „ ევრომლანომა“-ს  ფარგლებში  მიმდინარეობს.

კამპანია  საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და  კანის კიბოს  ასოციაციისა და  პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის  სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით მიმდინარეობს.

პარალელურად ბსუ-ში ამავე აკადემიის სოციალური პროექტის „სოფლის ექიმის 6 დღის“ ფოტონამუშევრებია გამოფენილი. 

სტუდენტები მაღალმთიანი აჭარის სოფლებში  ოჯახის ექიმების  მუშაობას აკვირდებოდნენ და ფოტოკამერით აღბეჭდავდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში