ოპოზიციის ნაწილი განსაკუთრებით ელოდება პრეზიდენტის გამოსვლას ბრიუსელში, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის მიერ ბრატისლავაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი.
ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ოპოზიცია და ზოგიერთი მედია საშუალება - ასე აფასებს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს. ვახტანგ გომელაურის თქმით, პრემიერს ახალი არაფერი უთქვამს, რასაც მსოფლიო ლიდერები არ ამბობენ.
პარლამენტის თავმჯდომარეს კი მიაჩნია, რომ ის, რაც გუშინ გაჟღერდა, კარგი მაგალითია თუ როგორც ხდება საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით სიყალბის გავრცელება.