ბავშვთა დაცვის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები

31 მაისი 2023, 14:39 1122 ნახვა

ხვალ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პატარებს ხვალ 12 საათიდან ცენტრალურ პარკში არაერთი გასართობი ღონისძიება და ინტელექტუალური თამაშები ელოდებათ.

იქნება კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

პატარების განწყობაზე  ასევე იზრუნებენ ანიმატორები.  საღამოს კი დელფინარიუმის მიმდებარედ დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება გალა კონცერტი ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების მონაწილეობით. 

ამ დღისთვის პროგრამა ზვიად ბოლქვაძემ სპეციალურად მოამზადა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში