დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები

17 თებერვალი 2017, 00:00 2215 ნახვა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა შუახევშიც.  ელექტროენერგია არ მიეწოდება წყალსაყრის, ნაწილობრივ ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს დაახლოებით 200-მდე აბონენტს. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებამდე.  43 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი   22 სკოლაში მიმდინარეობს, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო შეწყვეტილია  სააღმზრდელო დაწესებულებებში პროცესი.  ხულოში კი  თოვლის საფარმა დაბაში ერთს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს მიაღწია. შეფერხებულია სასწავლო პროცესიც. 49 საჯარო სკოლიდან 6 სკოლაში სწავლა არ განახლებულა, სააღმზრდელო პროცესი  კი მხოლოდ 1 ბაღში არ შეწყვეტილა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც შუქი დიდაჭარის 300-მდე აბონენტს არ მიეწოდება. 

ამავე კატეგორიაში