თურქეთის პრეზიდენტს გამარჯვებას მსოფლიოს ლიდერები ულოცავენ. აშშ-ს პრეზიდენტი ტვიტერზე წერს: „მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, როგორც ნატოს მოკავშირეებმა ორმხრივ საკითხებზე და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“.
მსგავსი შინაარსის მოსალოცი გზავნილები გაავრცელეს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა, ასევე მაღალი რანგის დიპლომატებმა.
თურქეთსა და აშშ-ის ურთიერთობა, ბოლო დროს შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერდოღანის წინააღმდეგობის გამო, ასევე ანკარის მოსკოვთან და სირიასთან მჭიდრო ურთიერთობის გამო უთანხმოებამ დაძაბა.
ერდოღანს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმაც მიულოცა. "ჩვენი საერთო უსაფრთხოება სამომავლო პრიორიტეტია", - წერს იგი ტვიტერზე.
ერდოღანს ასევე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმაც, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების იმედი გამოთქვა.