ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს გზის მარცხენა მხარეს, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთამდე.
ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე დასრულდა გზის მარჯვენა მხარეს, შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები. დაიგო დეკორატიული ფილები.
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონ 688 ათას 888 ლარი დაიხარჯა.