ბათუმის მერიაში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ავარიული სახლები, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამები - ამ და სხვა საკითხზე ისაუბრა მოსახლეობამ მერთან გამართულ შეხვედრაზე.
ადგილობრივებმა დახმარების პირობა მიიღეს და გაიცა რეკომენდაციები არქიტექტურის მიმართულებითაც. იმსჯელეს ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც.