ქობულეთში, მე-12 კლასელები ავარიაში მოყვნენ

19 მაისი 2023, 21:14 3946 ნახვა

ქობულეთში, 1-სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან, დ.აღმაშენებლის ცენტრალურ გამზირზე, მე-12 კლასელები რომლებიც სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ ავტოავარიაში მოყვნენ. როგორც ცნობილია ავტოავარიის შედეგად დაშავდა 2 მოსწავლე და დაზიანდა 4-ავტომობილი. როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ დროისთვის სხვა არცერთი მოსწავლე არაა დაშავებული. მხოლოდ ორი დაშავდა მსუბუქად, რომლებიც მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ამ წუთას ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული და გადაკეტილი აქვთ ცენტრალური გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად, რომელიც ყვითელი დამცავი ლენტითაა შემოსაზღვრული. ასევე ადგილზეა ევაკუატორი გამოძახებული, რომელმაც დაზიანებული ავტომობილები უნდა გადაიყვანოს.

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის, ორი 12-ე კლასელი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარება. როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ამ დროისთვის, ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მათ მცირე ნაკაწრი და ძირითადად მაღალი ნერვული სტერესი მიიღეს.რომლებსაც რამდენიმე საათში გაწერენ კლინიკიდან.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი