ქობულეთში მოქლაქე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

16 მაისი 2023, 20:24 780 ნახვა

სადავო მშენებლობა ქობულეთში.აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები ანა წილოსანი ქობულეთის მერიას სამშენებლო ნებართვის უკანონოდ გაცემისთვის,მასთან ერთად კი მშენებელ კომპანიას სასამართლოში უჩივის.ირწმუნება,რომ 3 წელია იბრძვის უფლებების დასაცავად.ამბობს,რომ მისი საცხოვრებლის  მომიჯნავედ  მიწის ნაკვეთზე 6 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, რომლის გამოც  მძიმე ტექნიკის მუშაობის დროს დაზიანდა მისი სახლის კედლები.ამასთან ირწმუნება,რომ ობიექტს არ აქვს, არც შიდა და არც გარე პარკინგის სივრცე,და,რომ პროექტის მიხედვით ვერც სახანძრო მანქანა შეძლებს ეზოში ხანძრის დროს შესვლას.ითხოვს პროექტის შეჩერებას.ჩვენ ასევე დავუკავშირდით სამშენებლო კომპანია შპს "ჩვენის" წარმომადგენელს,რომელმაც სატელევიზიო კომენტარის გაკეთება  არ ისურვა და ქობულეთის მერიაში გადაგვამისამართა.რაც შეეხება მერიის პოზიციას,ირკვევა, რომ წილოსანის პრეტენზიებს აქ იცნობენ და მიაჩნიათ,რომ მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა,არგუმენტად კი მერიაში სასამართლო გადაწყვეტილებებს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც წილოსანის არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.    

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი