დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი ფინალშია.
90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ეს ფაქტი საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა.
ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.