სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის შეთანხმების ვადის გაგრძელებაზე მსჯელობენ

11 მაისი 2023, 10:53 553 ნახვა

უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა  სტამბოლში შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესაძლო გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაასრულეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება მინიმუმ ორი თვით გაგრძელდეს. რუსული მხარე აცხადებს, რომ  არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას 18 მაისის შემდეგ, თუკი მოსკოვის მოთხოვნების ჩამონათვალი არ დაკმაყოფილდება.

რუსეთი საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის დაწესებული აკრძალვების გაუქმებას მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი