სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი

09 მაისი 2023, 14:15 1719 ნახვა

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი  დაიწყო. მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა მედცენტრიც, სადაც დღეს ორგანიზაცია ‘’აკრედიტაცია კანადასთან’’  ხელშეკრულება  გაფორმდა, რომელიც ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი