ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო 

09 მაისი 2023, 10:08 569 ნახვა

29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა  დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო.

მარგველაშვილი რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში მონღოლს  დაუპირისპირდა. მსოფლიოს პირველობაზე ქართულ დელეგაციას ისევ ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ტატამზე ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. კაცთა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილს და ქალთა 57 კგ-მდე წონაში ეთერ ლიპარტელიანს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი