დაბა ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი მოძრავ მოტოციკლს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაშავდა და ქობულეთის ,,ევექსის'' კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.