უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის საჰაერო ძალების მიერ უკრაინის სამიზნეებზე გასროლილი 24 კამიკაძე დრონიდან 18-ის განეიტრალება შეძლო. სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე დღეს გამთენიისას განხორციელდა.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა რაკეტა და დრონი, რომლებიც უკრაინის დედაქალაქს ბოლო 4 დღის განმავლობაში უკვე მესამედ დაუმიზნეს, განადგურებულია.
ქალაქ ოდესისკენ გასროლილი 15 ირანული დრონიდან 12 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ხოლო სამი უნივერსიტეტის შენობას დაეცა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გუშინ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 48, მათ შორის ორი ბავშვია.