ქართველების „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის ფინალში ტრნავის სპარტაკთან დამარცხდა

02 მაისი 2023, 19:56 509 ნახვა

ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის ფინალში ტრნავის „სპარტაკს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ფინალურ დაპირისპირებაში „სლოვანის“ მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა – გიორგი ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ კი სრულად ითამაშეს. 57-ე წუთზე „სლოვანი“ დაწინაურდა – ალექსანდრ ჩავრიჩის გადაცემით ანდრე გრინმა ანგარიში გახსნა. 86-ე წუთზე აბდულრაჰმან ტაივოს გოლით „სპარტაკმა“ წონასწორობა აღადგინა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ტრნაველებმა „სლოვანს“ მეორე დამატებულ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს. 110-ე წუთზე იაკუბ პაულიმ მცველებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. დამატებული ტაიმების კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ფილიპ ტვარძიკმა პენალტით საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა და ტრნავის სპარტაკი სლოვაკეთის თასის მფლობელი გახდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში