„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“

02 მაისი 2023, 14:12 872 ნახვა

"ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ "ახალ ტალღაში" 20 სოფლის მოსახლეობას პრაქტიკულ ტრენინგ-სემინარს უტარებს.

შეხვედრა მოსახლეობის ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების მიმართულებას შეეხება. 

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტის „ლგ ინ ჯორჯია”-ს შემადგენელი ნაწილია და მოიცავს ორ მიმართულებას; საქართველოს 1000-მდე დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაცია და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი